სამართალი
NDI: რუსეთი საქართველოსთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს - 42%

1-ndi-pravoსაქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. NDI-ის გამოკითხვის შედეგებით, რომელიც 2014 წლის 23 ივლისი - 7 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა, გამოკითხულთა 46%-სთვის მიუღებელია საქართველოს მთავრობის რეაგირება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლებაზე. კვლევაში მონაწილეთა 33%-სთვის მისაღებია, ხოლო 20% პასუხობს, რომ არ ვიცი. ამასთან, გამოკითხულთა 73%-ს არ მოსწონს საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან, ხოლო 17%-ს მოსწონს.

გამოკითხულთა 42% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, კვლევაში მონაწილეთა 36% კი მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ეს საფრთხე გაზვიადებულია, ხოლო 15% ფიქრობს, რომ რუსეთი საქართველოსთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულია 3338 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარია -2.9%.