სამართალი
NDI: ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა გამართლებულია - 69%

1-ndi-pravoსაქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. NDI-ის გამოკითხვის შედეგებით, რომელიც 2014 წლის 23 ივლისი - 7 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა, გამოკითხულთა 69% ამართლებს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას, ხოლო 8% არ ამართლებს. გამოკითხულთა 58%-ს მიაჩნია, რომ ეს გააუმჯობესებს საქართველოს ეკონომიკას. კვლევაში მონაწილეთა 35%-ის აზრით, ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას, 33% მიიჩნევს, რომ ეს საქართველოს მეტ უსაფრთხოებას მოუტანს, 17%-ის აზრით, ეს გააძლიერებს დემოკრატიის განვითარებას, 13%-ის შეფასებით, ეს შექმნის ბევრ სამუშაო ადგილს, 10% კი ფიქრობს, რომ ეს გაზრდის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობებს.

ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულია 3338 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარია -2.9%.