სამართალი
NDI: ხელისუფლებას კვლავ ბიძინა ივანიშვილი მართავს - 50%

1-ndi-pravoსაქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. NDI-ის გამოკითხვის შედეგებით, რომელიც 2014 წლის 23 ივლისი - 7 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა, გამოკითხულთა 50% ეთანხმება შეხედულებას, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების საქმიანობაზე კვლავაც იღებს გადაწყვეტილებებს. 26% "სრულად ეთანხმება ამ შეხედულებას, 24% -ეთანხმება, გამოკითხულთა 17% კი მიიჩნევს, რომ თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი აღარ იღებს მთავრობის ნაცვლად გადაწყვეტილებებს, ხოლო კვლევაში მონაწილეთა 28%-მა არ იცის. მათგან, ვინც მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი კვლავაც ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღები პირია, 36% ამართლებს ამ ფაქტს, ხოლო 53% არ ამართლებს.

ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულია 3338 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარია -2.9%.