რედაქტორისგან
საქინფორმი: ბრალდებული სააკაშვილის უიკენდი - ჰიტლერის „ლუდის პუტჩის“ მსგავსად, სააკაშვილის პუტჩიც ლუდის ბარში - მისი ბიბლიოთეკის პირდაპირ დაიწყება!

1-piv-saz-1-red-2-mtსაქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. რით ერთობოდა გასულ უიკენდს მრავალ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული საერთაშორისო ტერორისტი და სექსუალური მანიაკი სააკაშვილი, რომელსაც მალე ორ ახალ ბრალს წაუყენებენ - კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულში და სამშობლოს ღალატსა და ჯაშუშობაში? სახარებით ხელში მოძღვარს ზიარებას სთხოვდა? ძუძუებს კბენდა? მონანიებას - მემუარებს წერდა თუ „სუხარებს“ აშრობდა?

არამც და არამც!  გიული ალასანიას შვილმა - თურქოლოგის, რომელიც თურქეთში დიდი სიყვარულით სარგებლობს და რომელსაც თურქებთან, ბიზნესის გარდა, ბევრი პირადული რამ აკავშირებს, საკუთარ Facebook-გვერდზე საკუთარ თავზე წერდა: შედგა მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბარი თურქეთის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. მიხეილ სააკაშვილმა მიულოცა პრემიერ-მინისტრ ერდოღანს არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება და უსურვა წარმატებები. სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა თურქეთის ლიდერს საქართველო-თურქეთის ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი ისტორიული წვლილისათვის და იმედი გამოთქვა ორი ხალხის შემდგომ დაახლოებასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე“.

აგრეთვე სააკაშვილი თავისი Facebook-გვერდის ახალ ფოტოს კომენტარს უკეთებს: „უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით და უკრაინის ერთიანობისათვის ბრძოლაში სოლიდარობის ნიშნად მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით თბილისში სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ფანჯრებში უკრაინის დროშა განათდა“.

მაგრამ ეს მარტო პიარ-აქცია ან ახალი ფლეშმობი ბანდერლოგი ფაშისტების მხარდასაჭერად არ გეგონოთ! ეს არის სააკაშვილის მინიშნება: „საჭირო ჟამს ყველანი ამ ადგილას - ჩემს ბიბლიოთეკასთან ვიკრიბებით და მოპირდაპირე მხარეს - ლუდის ბარში გადავდივართ!“. გაიხსენეთ - ზუსტად  ლუდის ბარის დარბაზში, მიუნხენში, 1923 წლის 8 - 9 ნოემბერს, ადოლფ ჰიტლერმა მოაწყო ფაშიზმის პრეზენტაცია - ე.წ. „ლუდის პუტჩი“ სახელმწიფო გადატრიალების მიზნით!

საქართველოში „ლუდის პუტჩის“ მზდებაში აქტიურად არიან ჩართულნი: საქართველოს „ნიჩურტა“ პრეზიდენტი მარგველაშვილი - სააკაშვილის ბიბლიოთეკის მომავალი დირექტორი (იხ. ქვემოთ, ფოტო №1-ზე, სუფრის თავში - თავხედი ნაციონალი თავხელიძის თანამებრძოლი, სამოქალაქო მეგობარი ქალი ნათია კობერიძე). ფოტო №2-ზე იხილეთ თვით თავხედი ნაციონალი თავხელიძე და მისი თანამებრძოლი, სამოქალაქო მეგობარი ქალი ნათია კობერიძე. მაგრამ სააკაშვილის „ლუდის პუტჩი“ არა სახელმწიფო, არამედ მისი - სააკაშვილის საბოლო გადატრიალებით დამთავრდება!

1-piv-saz-1-red-2-1 1-piv-saz-1-red-2-2