აქტუალური
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მაღალტექნოლოგიური კლინიკის მშენებლობა იწყება

1-Ruxi-aqtual-3საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. მშენებლობის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებთან ერთად დაესწრება. ირაკლი ღარიბაშვილი, დავით სერგეენკო, დავით შავლიაშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია კლინიკის საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩადგმაში მიიღებენ მონაწილეობას.

220 საწოლზე გათვლილი მრავალპროფილური კლინიკა ორ წელიწადში აშენდება. კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა სპორტული მოედნები, ავტოსადგომები, წყლის აუზები და სკვერები. საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, ასევე, ერთმანეთთან დააკავშირებს ენგურის ორივე მხარეს.

პროექტის ღირებულება 40 მილიონ ლარს აჭარბებს. მშენებლობაზე ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა, ჯამში რამდენიმე ასეული ადამიანი დასაქმდება.