რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რაულ ხაჯიმბას აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა
საქართველო, 26 აგვისტო,
საქინფორმი. მისალოც დეპეშაში რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ
რაულ ხაჯიმბას მოღვაწეობა სახელმწიფოს სათავეში ხელს შეუწყობს საერთონაციონალური თანხმობის მიღწევას, შიდაპოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფას და აფხაზეთის სოციალ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური ამოცანების ეფექტიან გადაჭრას.
რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთ-აფხაზეთის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების, მჭიდრო ერთობლივი მუშაობისა და ურთიერთხელსაყრელი ორმხრივი თანაშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.