საქართველოს პრეზიდენტმა უელსში დაგეგმილ ნატოს სამიტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველო, 26 აგვისტო,
საქინფორმი. შეხვედრას, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა, თავდაცვის მინისტრი
ირაკლი ალასანია, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი
ირინე იმერლიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
დავით ზალკალიანი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
დავით დონდუა დაესწრნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის წარმომადგენლებისაგან ნატოს უელსის სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
როგორც ცნობილია, ნატოს სამიტი უელსში 4-5 სექტემბერს გაიმართება და საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს.