უცხოეთი
უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი: „უკრაინა ვერ გაძლებს რუსული გაზის გარეშე!“
iaceniuk-zarub-2საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. ზამთრის დადგომამდე აუცილებელია რუსეთისგან 5 მლრდ კუბ/მეტრამდე გაზის შესყიდვა, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინიტრმა არსენი იაცენიუკმა. „შეუძლია თუ არა ახლა უკრაინას რუსეთის გაზის გარეშე ცხოვრება? არ შეუძლია. კიდევ რამდენი რუსული გაზის შესყიდვა დაგვჭირდება? დაახლოებით 5 მლრდ კუბ/მეტრი. შევძლებთ თუ არა ეკონომიას? შევძლებთ“, - განაცხადა მან.