უცხოეთი
ნატოს გენმდივანმა ჰუმანიტარულ დახმარებაში მოლაშქრეებისთვის იარაღის გადაცემა „დაინახა“

gensek-zarub-1საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. ნატომ რუსეთი „უკრაინაში, რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენებით, კონფლიქტის ესკალაციაში“ დაადანაშაულა. ასეთი მოსაზრებაა გამოთქმული ნატოს გენმდივანი ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებაში. „ჩვენ ასევე ვიხილეთ უკრაინის ტერიტორიაზე სეპარატისტების ჯგუფებისთვის მნიშვნელოვანი რაოდენობის თანამედროვე შეიარაღების გადაცემა“, - განაცხადა მან და არ დააზუსტა, თუ ვის გულისმობს სიტყვაში „ჩვენ“.

ეს მოქმედებები მით უფრო იწვევს შეშფოთებას, რადგან დროში აღმოსავლეთ უკრაინაში შუა აგვისტოს კონფლიქტის სერიოზულ ესკალაციას დაემთხვა, მათ შორის რუსული ძალების გამოყენებით“, - ახდენს მის ციტირებას იტარ-ტასი.

გარდა ამისა, რუსეთის საარტილერიო იერიშები, როგრც საზღვრის მიღმა, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ იქნა განხორციელებული. ჩვენ ასევე ვიხილეთ უკრაინის ტერიტორიაზე სეპარატისტთა ჯგუფებსათვის მნიშვნელოვანი რაოდენობის თანამედროვე შეიარაღების გადაცემა, ტანკების, ქვეითი საბრძოლო მანქანებისა და  საარტილერიო სისტემების ჩათვლით“, დასძინა ნატოს გენმდივანმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უწინ მოქმედების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე განაცხადა - ჰუმანიტარულ ტვირთიანი ავტოკოლონის ნაწილი უკრაინის საზღვრის გავლით ლუგანსკისკენ დაიძრა. „კვლავაც ვაცხადებთ: ჰუმანიტარული კონვოის გავლის უსაფრთხოების ყველა აუცილებელი გარანტია მიცემულია, - განაცხადეს სამინისტროში. - წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში ასეთი გარანტიების არსებობა ოფიციალურად აღიარებულია. მიწოდების მარშრუტები ცნობილია და შემოწმებულია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მისიის მიერ. დოკუმენტები გაფორმებულია. ტვირთი, რომელიც უკვე ერთი კვირაა, „დონეცკის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტში დგას, დიდი ხანია მზადაა იმისათვის, რომ უკრაინელმა მესაზღვრეებმა და მებაჟეებმა შეამოწმონ.

„ეს იციან იმ დედაქალაქებშიც, სადაც დაუღალავად ახდენენ „მძაფრი შეშფოთების“ დემონსტრირებას სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული სიტუაციით“, - აღნიშნეს რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროში.