სამართალი
„ზედელაშვილი დიდი ხანია ნერვიულობს,რომ მისი არც ერთი აგენტი "ქრონიკა +"-ის რედაქციაში აღარ მუშაობს და ვერ აკონტროლებს სარედაქციო პოლიტიკას“ - ელისო კილაძე შს მინისტრის მოადგილეს მისი საქმიანი რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს

samart-3-kilaZeსაქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. გაზეთ "ქრონიკა+"-ის რედაქტორი, ჟურნალისტი ელისო კილაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სკანდალურ განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ თბილისის საკრებულოს დეპუტატის სოსო მანჯავიძის მეშვეობით შს მინისტრის პირველი მოადგილე მისი საქმიანი რეპუტაციის შელახვას ცდილობს.

ელისო კილაძე სოსო მანჯავიძეს მიმართავს: "როგორც წუხელ გვიან ღამით ჩემთვის ცნობილი გახდა, ნინო ჯღარკავას ("ობიექტივის" ჟურნალისტი, ნავთობისა და გაზის კორპორაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელი. ელისო კილაძე მას ვაჟიშვილის მისამართით მუქარის შემცველი განცხადებების გაკეთებაში სდებს ბრალს  - რედ.) თქვენ, თბილისის საკრებულოს დეპუტატი აწვდით (დეზ)ინფორმაციას "ქრონიკა +"-ის შესაძლო დამფინანსებელთა შესახებ.

თქვენი "მეგობრობიდან"გამომდინარე ,შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან გიორგი ზედელაშვილთან და გენინსპექციის ყოფილ უფროსთან ზვიად ჯანყარაშვილთან, გონივრული ეჭვი მაქვს,რომ ამას სწორედ მათი დავალებით აკეთებთ.

ბ-ნი ზედელაშვილი დიდი ხანია ნერვიულობს,რომ მისი არც ერთი აგენტი "ქრონიკა +"-ის რედაქციაში აღარ მუშაობს და ვერ აკონტროლებს სარედაქციო პოლიტიკას.

ორშაბათს,საქართველოში აკრედიტებული ყველა საელჩო და საერთაშორისო ორგანიზაცია ინფორმირებული იქნება,როგორც ცდილობს, თქვენი მეშვეობით,მინისტრის პირველი მოადგილე ჩემი როგორც ჟურნალისტის საქმიანი რეპუტაციის შელახვას და რა ტიპის მუქარები ხორციელდება ცალკეული პირების მიერ ჩემი შვილის მისამართით!!!“.