სამართალი
იური ღვინჯილია: "საქართველოს და სამეგრელოს შორის სავიზო პუნქტი მდინარე ცხენისწყალზე იქნება!"
samart-2-analit-5-palitraსაქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. რამდენიმე დღის წინ განათლების ცენტრ "კოლხიდას" ხელმძღვანელი იური ღვინჯილია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "კაზანტიპის" ფესტივალს გამოეხმაურა:"ვიღაცა შორიდან ჩემს სიტყვებს დასცინის, თუმცა კი გულში იგივეს განიცდის - ვინ წარმოიდგენდა, რომ სამეგრელოში სავიზო რეჟიმი დაწესდებოდა? მართალია ჯერ მხოლოდ ერთ ქალაქში ანაკლიაში, მაგრამ ათობით ათასი უცხოელი გაიგებს სამეგრელოს არსებობას, იმასაც გაიგებენ, რომ არსებობენ ბოროტი ქორთუები, რომელთაც არ უნდათ სამეგრელოს, მეგრული ენის განვითარება. მეგრელები მიხვდნენ იმასაც, რომ ქორთუების გარეშეც შეიძლება განვითარება და მშვიდად ცხოვრება. სავიზო რეჟიმი უნდა დაწესდეს სამეგრელოს მთელ ტერიტორიაზე, მაგის დროც მოვა ალბათ, იმედით ცხოვრობს ადამიანი... ვინ წარმოიდგენდა, რომ ასე მალე მოხდებოდა ეს ყველაფერი!" - ამ ოდიოზური განცხადების შემდეგ კვირის პალიტრის ჟურმალისტმა ლადო გოგოლაძემ დავუკავშირდა მას და კომენტარი სთხოვა: - სავიზო რეჟიმის შემოღება შესაძლებელი იქნება, როდესაც რეგიონს ექნება პოლიტიკური სტატუსი. სამეგრელოს პოლიტიკური სტატუსის გარეშე, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, შეუძლებელია მეგრელთათვითმყოფადი გენის შენარჩუნება და განვითარება. სტატუსის გარეშე შეუძლებელია ეკონომიკის და ტურისტული პოტენციალის განვითარება.
- რა პოლიტიკური სტატუსი გნებავთ, სრული დამოუკიდებლობა თუ ავტონომიასაც დასჯერდებით?
- ჩვენ, მეგრელები არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ მოახდინოს ჩვენი უფლებების იგნორირება, რაც შეეხება ცალკე დამოუკიდებელ რესპუბლიკას, ეს ჯერ ადრეა.
- ანუ მომავალში სამგრელელოს დამოუკიდებლობას შესაძლებლად თვლით?
- თუ სხვა გზა არ დაგვიტოვეს, ასე იქნება ნამდვილად, სავიზო პუნქტი მდ. ცხენისწყალზე იქნება.
- შეგიძლიათ გვითხრათ, რა განსხვავებაა თქვენსა და აფხაზ და ოს სეპარატისტებს შორის?
- რომ მიგექციათ ყურადღება მათთვის, არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა. აფხაზებმა რაც მოიპოვეს, ყველაფერი მეგრული გენის ბრძოლის შედეგია და არა ქართული სახელმწიფოს კეთილი ნება. თქვენსა და ოკუპანტებს შორის რა სხვაობაა? ჩვენთვის თქვენ ისეთივე ოკუპანტები ხართ, როგორც რუსები. თქვენ აკეთებთ იგივეს, რასაც აკეთებს ოკუპანტი, გაქვთ საოკუპაციო პოლიტიკა.
- თქვენს გარდა, სამეგრელოს მოსახლეობოდან რატომ არავინ ფიქრობს ასე?
- დარწმუნებული ხართ, რომ არ ფიქრობენ?! უბრალოდ ღიად არ აღიარებენ, რადგან ჯერ არაა ამის დრო და როცა ამის დრო მოვა, როგორც ჩემთან საუბრობთ, ისე იოლად ვერ ილაპარაკებთ მათთან. გამოგივათ აფხაზებთან ახლა დისკუსია?! ისე ვეღარ გამოგივათთან მეგრელებთანაც.
- ანუ თქვენ თვლით რომ მომავალში სამგრელო აფხაზეთის ბედს გაიზიარებს?

- ჩვენ შეგვიძლია ერთად მოვაგვაროთ პრობლემები და თუ ვერ მოვაგვარეთ, სხვა მოაგვარებს.
- სხვა ვინ შეიძლება იყოს, რუსეთი?
- არ აქვს მნიშვნელობა, ვინც იქნება, ვნახავთ.
- რუსებმა რომ შემოგთავაზონ, თქვენს ყველა პირობას დავაკმაყოფილებთ და მხარი დაგვიჭირეთო, მიემხრობით მათ?
- თუ ყველა დევნილს უპირობოდ დააბრუნებენ, გალსა და ოჩამჩირეს სამეგრელოს რეგიონად მიიჩნევენ და მეგრული ენა აფხაზეთის ტერიტორიაზე იქნება სახელმწიფო ენა, ამ პირობებს თუ შემისრულებენ, მე მათ გვერდით დავდგები.