საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და გერმანიის კანცლერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, სატელეფონო საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა და ანგელა მერკელმა რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს
საქართველო, 25 აგვისტო,
საქინფორმი. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ნატო-ს
უელსის სამიტი. ანგელა მერკელმა საქართველოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
გერმანიის კანცლერმა ირაკლი ღარიბაშვილს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ის საქართველოს სავარაუდოდ ოფიციალური ვიზიტით 2015 წლის გაზაფხულზე ეწვევა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის კანცლერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.