საზოგადოება
რუსეთი საქართველოს სურსათ-სანოვაგის მიწოდების გაზრდაზე შეუთანხმდა
sazogad-3-CekuriSviliსაქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. საქართველო მზადაა რუსეთში ხილის მიწოდება გაზარდოს და ასევე ცხოველური წარმოშობის პროდუქცია შეიტანოს. ამის შესახებ საქართველოს სურსათ-სანოვაგის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ჩეკურაშვილმა ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის (როსსელხოზნადზორი) უფროს სერგეი დანკვერტთან შეხვედრის მიმდინარეობისას განაცხადა. როგორც ИА REGNUM-ს "როსსელხოზნადზორის" პრესსამსახურში განუცხადეს, ჩეკურაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა არსებითად გაზარდოს ციტრუსების, ატმის, ვაშლის, მსხლის, კომშის ექსპორტი და ასევე, დაიწყოს ცხოველური წარმოშობის პროდუქციის - ცხვრის ხორცის, ცოცხალი ცხვრების, ასევე, კალმახისა და თაფლის მიწოდება. ამასთან, საქართველო დაინტერესებულია რუსეთის მარცვლეულისა და მეცხოველეობისათვის გენეტიკური მასალის იმპორტში.