პოლიტიკა
კახა ლომაიას მოხსნას უპირებენ

lomaia_kaxaგაეროში საქართველოს ელჩმა კახა ლომაიამ, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს. ლომაია ამჟამად საქართველოშია და სხვადასხვა დონეზე მართავს შეხვედრებს.
გუშინ იგი პარლამენტშიც იმყოფებოდა, მაგრამ ვისთან ჰქონდა შეხვედრა, უცნობია. არადა, კულუარებში საუბრობენ იმაზე, რომ ლომაიას შემცვლელს აქტიურად ეძებენ. კახა ლომაია გაეროში მას შემდეგ წავიდა, რაც განათლების მინისტრობიდან გაათავისუფლეს.
განათლების სამინისტროში გატარებული რეფორმები, რომელთა დიდი ნაწილი თავად ხელისუფლებამ ღიად თუ მინიშნებით რამდენჯერმე გააკრიტიკა, სწორედ კახა ლომაიას სახელს უკავშირდება. თუმცა ლომაიამ საზოგადოებას თავი უფრო დირექტორების ლოტოტრონის წესით დანიშვნითა და ერთი მარტივი სიტყვის -ბავშვის - შეცდომით დაწერით დაამახსოვრა.
ჯერჯერობით, უცნობია, ვინ დაიკავებს გაეროში საქართველოს მომავალი ელჩის თანამდებობას.