სასამართლომ სააკაშვილის დაცვის ყოფილი უფროსის თემურ ჯანაშიას ქონება დააყადაღა
საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი
თემურ ჯანაშიას ქონება დააყადაღა.
ყადაღა დაედო თემურ ჯანაშიას კუთვნილ საცხოვრებელ ბინას, ასევე მიწის ნაკვეთს კახეთის რეგიონში და საბანკო ანგარიშებს. ამასთან, მისი ორი შვილის კუთვნილებაში არსებულ ბინებსა და მისი ყოფილი მეუღლის საკუთრებაში არსებულ ორ საცხოვრებელ სახლს.
„სასამართლოს განჩინება არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და არ მოუთხოვია არანაირი მტკიცებულებები", - განაცხადა ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 20 აგვისტოს გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლოს საჩივრის განსახილველად 72-საათიანი ვადა აქვს.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს ბრალი, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისთვის წაუყენა.