სამართალი
დავით ნარმანია: „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მერიის ქვემდებარე ორგანიზაციების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის რევიზიის თხოვნით მივმართე“

1-narmania-sam1საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების, მათ შორის, დამკრძალავი ბიურო "ჰერმესის" შემოწმება მისი მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო. გვინდა, რომ გადამოწმდეს ეს ორგანიზაციები. „ჰერმესიცარ არის გამონაკლისი მათ შორის. პირველადი დოკუმენტაცია როცა ვნახეთ ცალკეული ორგანიზაციებისა, ამით დასტურდება, რომ გაუაზრებლად მაღალი შრომის ანაზღაურება, პრემიები გაიცემოდა, მათ შორის გაიცემოდა იმ ადამიანებზე, რომლებიც, პრაქტიკულად, აღარ მუშაობდნენ და აღარ საქმიანობდნენ ამ ორგანიზაციებში. ხდებოდა ისეთი ხარჯების გაწევა, რომელიც ჩვენი აზრით, არის არამიზნობრივი და როცა ასეთი ტიპის ხარჯების გაწევა ხდება, რასაკვირველია, ასეთ შემთხვევაში მცირდება ხელოვნურად კომპანიის მოგება და კომპანიას სჭრიდება მეტი დოტაცია ბიუჯეტიდან“, - აცხადებს ნარმანია.