სამართალი
კახა კალაძე: "აჟიოტაჟი თითქოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები იზღუდებოდეს, სიმართლეს არ შეესაბამება! არანაირი დაპირისპირება პრემიერ-მინისტრთან არ მქონია!”

samart-3საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. გენერალური შტაბის უფროსს პრეზიდენტი დანიშნავს, თუ თავდაცვის მინისტრი, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, - თვლის საქართველოს ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე. "მე ვფიქრობ, რომ პრობლემას არ წარმოადგენს, გენერალური შტაბის უფროსს პრეზიდენტი დანიშნავს, თუ თავდაცვის მინისტრი. არ მგონია, რომ პრეზიდენტის უფლებები იზღუდებოდეს. ის აჟიოტაჟი, რომელიც არის ატეხილი, თითქოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები იზღუდებოდეს, სიმართლეს არ შეესაბამება",- განაცხადა კალაძემ.

აგრეთვე, კახა კალაძე პრემიერ-მინისტრთან მისი დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. "ეს იყო მიზანმიმართული დეზინფორმაცია. არანაირი დაპირისპირება პრემიერ-მინისტრთან მე არ მქონია. ჩვენ ვმეგობრობთ და ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება. ჩემთვის ცნობილია ის პიროვნება, ვინც შეუკვეთა ეს სტატია და ისიც ცნობილია, ვინც ამ პიროვნებას დაავალა. ამიტომ მე ამ ადამიანებს ვურჩევ, დაკავებულები იყვნენ საქმით, რადგან ქვეყანაში, ჩვენდა სამწუხაროდ, ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი", - განაცხადა კალაძემ.