სამართალი
საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა. ქვეყნის პირველ პირს იური ვარდანიანმა რწმუნებათა სიგელი გადასცა

samart-2საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. გიორგი მარგველაშვილმა იური ვარდანიანთან საქართველო-სომხეთის კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე ისაუბრა და ყურადღება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილა. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ სომეხ კოლეგასთან შეხვედრისას მიღწეული შეთანხმებები და ორი ქვეყნის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება სომხეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შემდეგ.

საქართველოს პრეზიდენტმა ახლადდანიშნულ ელჩს  წარმატება უსურვა და მომავალ საქმიანობაში ხელშეწყობა აღუთქვა.