სამართალი
მთავრობის ადმინისტრაციაში Microsoft-ის ლიცენზირებული საავტორო პროგრამების შეძენის პროცესის დაწყების მიზნით შექმნილი მაკოორდინირებელი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

samart-1საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. კომისიამ 2014 წლის ბოლომდე უნდა შეისწავლოს თანამედროვე ტექნოლოგიებში ლიცენზირებული საავტორო პროგრამების მფლობელთა წინადადებები, უზრუნველყოს  საქართველოს მთავრობის მიერ გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტის მომზადება და აუცილებლობის  შემთხვევაში  შეიმუშავოს შესაბამისი წინადადებები საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის მიზნით.

შესაბამისი შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, სახელმწიფო უწყებები Microsoft-ის ლიცენზირებულ  საავტორო პროგრამებს კონსოლიდირებულად შეიძენენ.

Microsoft-ის საავტორო პროგრამების შეძენის მაკოორდინირებელ კომისიას მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის უფროსი ილია ბეგიაშვილი ხელმძღვანელობს. მისი განმარტებით, წლების განმავლობაში სახელმწიფო უწყებები არალიცენზირებულ კომპიუტერულ პროგრამებს იყენებენ, კომპანია Microsoft-თან  დაწყებული მოლაპარაკებების შედეგად კი  სამთავრობო სტრუქტურები შესაბამისი საავტორო პროგრამების კონსოლიდირებულად შეძენას შეძლებენ.