აქტუალური
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს პრეზიდენტმა შვედეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართეს

aqtual-1-mtavarსაქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიანა იანსე მიიღო. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ისაუბრეს და იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და შვედეთის სამეფოს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. გიორგი მარგველაშვილმა დიანა იანსეს მადლობა გადაუხადა გაწეული მუშაობისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ირაკლი ღარიბაშვილმა დიანა იანსეს საქართველო-შვედეთის ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ელჩმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებდა და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის მეგობრობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

aqtual-1-qvem