საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
sazogad-3საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, უელსის სამიტზე განსახილველ საკითხებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრეს. პრემიერმა საფრანგეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებისთვის, რომლის ერთ-ერთი დადასტურებაც იყო ფრანსუა ოლანდის ვიზიტი საქართველოში.