საზოგადოება
საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. ირაკლი ღარიბაშვილი ანკარაში ახლადარჩეული პრეზიდენტის, თურქეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პირადი მიწვევით მიემგზავრება. ინაუგურაციის ცერემონია ქალაქ ანკარაში გაიმართება და მას სხვადასხვა ქვეყნის მეთაურები დაესწრებიან.
ინაუგურაციის ცერემონიის გარდა, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პირისპირ შეხვედრა.