რედაქტორისგან
საქინფორმი: „ახალი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები ქართული სამხედრო საწარმო „დელტას“ ნახაზების მიხედვით შეიქმნა, რომლებიც სააკაშვილმა და ჭარბაძემ მოიპარეს!”

1-airplane-pol1-red1პრეზიდენტი სააკაშვილი ყოველთვის ტრაბახობდა ქართული სამხედრო საწარმო „დელტას“ მიღწევებით - ერთეულ ეგზემპლარად გამოშვებული ჯავშანმანქანა „დიდგორით“, ჯავშანტრანპორტიორი „ლაზიკა“- თი, სარაკეტო დანადგარი РС30 GG – 122”- ით, ასევე უპილოტო საფრენი აპარატებით, რომლებსაც პრეზიდენტი სააკაშვილი, თავის უმცროს ვაჟ ნიკოლოზთან ერთად, ცაში უშვებდა „დელტას“ ხელმძღვანელი რევაზ ჭარბაძის თანდასწრებით.  ხელისუფლებაში კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ჭარბაძე ქართულ მართლმსაჯულებას ემალება და ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნაში იმყოფება, რადგან ბაჩო ახალაიასთან ერთად გასამართლებულია სამსახურებრივი უფლებამოსილებების გადაჭარბებისა და არაადამიანური მოპყრობისათვის ე.წ. ციხის ბუნტის ხმაურიან საქმეზე. 2013 წლის ნოემბერში პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჭარბაძე ვახტანგ გორგასლის ორდენით დააჯილდოვა, მაგრამ რადგან ჭარბაძე უკვე გაქცეული იყო, სააკაშვილმა ორდენი დედამისს გადასცა. 2014 წლის ივლისში კი უკვე თავად გაქცეულმა სააკაშვილმა ღარიბაშვილის მთავრობა საქართველოს ღალატში დაადანაშაულა - იმისათვის, რომ მან ქვეყნიდან გააძევა ჭარბაძე, ვინც „უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში“ და თავდაცვის სამინისტროს ბალანსიდან ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე საწარმო „დელტას“ გადაცემისათვის.
და აი, წინა ორშაბათს, 2014 წლის 11 აგვისტოს, თავის ფეისბუქ-გვერდზე სააკაშვილმა, როგორც ყოველთვის, საკუთარ თავზე დაწერა: „მიხეილ სააკაშვილი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენი ავაკოვთან ერთად უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის გამოცდას ესწრებოდა. მასთან ერთად გამოცდას ესწრებოდა ქართული სამხედრო საწარმო „დელტას“ ყოფილი ხელმძღვანელი რევაზ ჭარბაძე. უახლოეს ხანებში ახალი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით აღიჭურვება უკრაინის არმიის ყველა სამხედრო ქვედანაყოფი“.
ეს კი ნიშნავს, რომ უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლება ქართულ მართლმსაჯულებას არა მარტო ბრალდებულ სააკაშვილს, არამედ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ ჭარბაძესაც უმალავს, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, მთელი ამ ხნის მანძილზე უკრაინაში იმყოფებოდა; ეს ნიშნავს, რომ პრემიერი ღარიბაშვილი ცამდე მართალია, რომ მხარს არ უჭერს უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებას; ეს ნიშნავს, რომ არა ღარიბაშვილმა, არამედ სააკაშვილმა და ჭარბაძემ უღალატეს სამშობლოს და სახელმწიფო საიდუმლოება გასცეს, რომლის უზენაესი დამცველიც, როგორც წინა კვირას გაირკვა, პრეზიდენტი მარგველაშვილია!
სწორედ შპიონაჟად კვალიფიცირდება „სრულიად საიდუმლოდ“ კატეგორიის კუთვნილი ინფორმაციის - ქართველი გადასახადის გადამხდელების ფულით შექმნილი უპილოტო საფრენი აპარატებისა და სამხედრო საწარმო „დელტას“ სხვა ნაწარმების მოპარული ნახაზების გადაცემა, მით უფრო ტერორისტების - ნეოფაშისტებისათვის, რომლებმაც, სააკაშვილსა და ჭარბაძესთან ერთად, ვერმახტის ქართული ლეგიონი ააღორძინეს!
P.S. მოიპოვება ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა კი არ გადასცა, არამედ სარფიანად მიჰყიდა ნახაზები მილიარდერებს - 2 მლრდ დოლარიანი ქონების მფლობელ პრეზიდენტ პარაშენკოს, გუბერნატორ კალამოისკს, რომლის ქონებაც 3 მლრდ დოლარს შეადგენს, ან შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ (და არა არსენი!) ავაკიანს - „ღარიბ“ ბაქოელ სომეხს, რომელმაც თავისი 100 მლნ-ით „უკრაინის 200 ყველაზე მდიდარი ადამიანის“ რეიტინგში 118-ე ადგილი დაიკავა...

საქინფორმი
2014 წლის 20 აგვისტო
საქართველო, თბილისი