უცხოეთი
ერაყელი ისლამისტები აშშ-ს სისხლში ჩახრჩობით ემუქრებიან

1-irak-ucx-2საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ (უწინ „ერაყისა და ლევანტის ისლამურმა სახელმწიფომ“) გამოაქვეყნა მუქარა აშშ-ის მისამართით. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ინგლისურ ენაზე ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში დაჯგუფების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამერიკელებს ყველგან თავს დაესხმიან, თუ ვაშინგტონი ერაყში, ბოევიკების პოზიციებზე ავიაიერიშებს არ შეწყვეტს.

უწინ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ერაყში ამერიკული ავიაიერიშების ეფექტიანობის შესახებ განაცხადა, რამაც მისი თქმით, მოსულის რაიონში სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჯებირზე კონტროლის აღდგენის საშუალება მისცა. „ბოლო 11 დღის განმავლობაში ავიაიერიშებმა შეაჩერეს „ერაყისა და ლევანტის იუსლამური სახელმწიფოს“ წინსვლა ქალაქ ერბილის მიმართულებით და ტერორისტებს უკან დაახევინეს“, - განაცხადა ობამამ.