უცხოეთი
მერკელი ლატვიაში: ნატოს ბაზებისა და ბრიუსელის ფულის იმედი ნუ გექნებათ

1-merkel-ucx-2საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. უკრაინის კრიზისმა და რუსეთის სანქციებმა ლატვია აიძულა, მხარდაჭერა საერთაშორისო არენაზე ეძებნა. ევროკომისიისგან ქვეყანა - ფინანსურ, ნატოსგან კი სამხედრო დახმარებას ელის. თუმცა, ლატვიაში ვიზიტისას გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ უახლოეს ხანებში არც ერთი და არც მეორე მოსალოდნელი არ არის, ყოველ შემთხვევაში, სრული მოცულობით.

ლატვიაში მერკელის ვიზიტზე დიდ იმედებს ამყარებდნენ ერთბაშად ორი მიზეზის გამო.

ჯერ ერთი, ქვეყანა ფინანსურ დახმარებას ელოდება ევროკომისიისგან კვების პროდუქტებზე რუსეთის ემბარგოს შედეგების საკოპენსაციოდ. მეორე - ადგილობრივმა პოლიტიკოსებმა არაერთხელ ითხოვეს ლატვიაში ნატოს მუდმივი კონტინგენტის განთავსება არაპროგნოზირებადი რუსეთის მხრიდან პოტენციური საფრთხისგან თავის ასარიდებლად. ამ სცენარის ალბათობაზე ლატვიის თავდაცვის მინისტრი რაიომონდ ვეიონისი საუბრობდა.

ლატვიის ინტელიგენციის წარმომადგენლებმა გერმანიის კანცლერს წერილიც კი მისწერეს თხოვნით, მხარი დაჭირა ლატვიაში სამხედრო ბაზის შექმნისათვის.

რიგაში გამართულ პრეკონფფერენციაზე ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ წერილი წაიკითხა, თუმცა ლატვიის ტერიტორიაზე ნატოს ბაზების განთავსება უახლოეს ხანებში არ იგეგმება.

ახლა საუბარი არაა სამხედროების ხანგძლივვადიან განთავსებაზე, თუმცა ჩვენი თანაშრომლობის გაძლიერება შესაძლებელია სხვა მიმართულებით. ჩვენ შეგვიძლია იმის გარანტირება, რომ რთულ სიტუაციაში ლატვიას დახმარება გაეწევა“, - განაცხადა მერკელმა.