უცხოეთი
რუსეთმა „ბოინგის“ პილოტებთან საუბრის ჩანაწერების გასაჯაროება მოითხოვა

1-Curkin-ucx-1საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთი უკრაინისგან  დონეცკის ოლქში დაღუპული მალაიზიური „ბოინგის“ პილოტთა და ავიადისპეტჩერთა საუბრის ჩანაწერების წარმოდგენას მოითხოვს. ამის შესახებ „იტარ-ტასი“ გაეროში რფ-ის მუდმივი წარმომადგენლის, ვიტალი ჩურკინის სიტყვებზე დაყდრნობით იუწყება.

საუბრების ჩანაწერების საკითხი, დიპლომატის ცნობით, აღმოსავლეთ უკრაინაში ავიაკატასტროფის გამოძიების მსვლელობისადმი მიძღვნილ უშიშროების საბჭოს სხდომაზე წამოიჭრა. ჩურკინმა მოუწოდა გაეროს გენმდივნის მოადგილეს პოლიტიკურ საკითხებში ჯეფრი ფელტმანს, რომელიც კიევში მიემგზავრება, შეიტყოს, თუ როგორ თანამშრომლობს უკრაინის ხელისუფლება საერთაშორისო ექსპერტებთან.

პირველი, რაც თავში მოგდის, მათ უნდა წარმოადგინონ თავისი ავიადისპეტჩერების საუბრების ჩანაწერები იმის გასაგებად, თუ რატომ გაგზავნეს კონფლიქტის ზონაში მალაიზიური თვითმფრინავი“, - განაცხადა ჩურკინმა.

უწინ ჩურკინმა აღნიშნა, რომ რფ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მოსთხოვს ანგარიშს მალაიზიური „ბოინგი-777“-ის კატასტროფის გამოძიების შესახებ. იმავე დღეს უსაფრთხოების საბჭოს წევრებმა დახურულ რეჟიმში მოისმინეს პოლიტიკურ საკითხებში გაეროს გენმდივნის თანაშემწე ოსკარ ფერნანდეს-ტარანკოს მოხსენება ავიალაინერის კატასტროფის გამოძიების მსვლელობის თაობაზე. დიპლომატის განცხადებით, საერთაშორისო ექსპერტთა წინასწარი ანგარიში აგვისტოს ბოლომდე გამოქვეყნდება.