სამართალი
1981 წელს დაბადებული მიხეილ შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით თბილისში დააკავეს

1-ubiistvo-sam-3საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. გამოძიებამ დაადგინა, რომ მიხეილ შ-მ ჭავჭავაძის გამზირზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1995 წელს დაბადებულ დავით კ-და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.