სამართალი
მთავარი პროკურატურა მ. სააკაშვილის კოსმეტიკური პროცედურების ხარჯების ამსახველ დოკუმენტებს ასაჯაროებს

1-Doc-sam-2-an-2საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:
2009 – 2012 წლებში მიხეილ სააკაშვილისა და მისი ახლობლების კოსმეტიკურ პროცედურებში დაიხარჯა 673 260 ლარი, აქედან უშუალოდ . სააკაშვილის პროცედურებზე დაიხარჯა 399 495 ლარი.
რაც შეეხება  ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის მიერ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებების არასანდოობასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება არაერთი უტყუარი მტკიცებულება და ფაქტობრივი გარემოება,  რომელიც ადასტურებს, რომ სდსს-ის ბიუჯეტიდან  8 837 461 ლარი მოხმარდა მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის პირად საჭიროებებს.
თვალსაჩინოებისათვის იხილეთ კოსმეტიკური პროცედურების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების ნაწილი.

(იხ. დოკუმენტი 1დოკუმენტი 2დოკუმენტი 3დოკუმენტი 4დოკუმენტი 5; დოკუმენტი 6დოკუმენტი 7დოკუმენტი 8დოკუმენტი 9დოკუმენტი 10დოკუმენტი 11დოკუმენტი 12დოკუმენტი 13დოკუმენტი 14დოკუმენტი 15დოკუმენტი 16დოკუმენტი 17დოკუმენტი 18; დოკუმენტი 19დოკუმენტი 20დოკუმენტი 21დოკუმენტი 22დოკუმენტი 23დოკუმენტი 24დოკუმენტი 25დოკუმენტი 26დოკუმენტი 27დოკუმენტი 28).
საქართველოს მთავარი პროკურატურა გეგმავს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.