სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ მუსიკალურ ფესტივალთან დაკავშირებით 17 აგვისტოდან ანაკლიიდან განმუხურში მისასვლელი საავტომობილო გზა გადაიკეტა, როგორც ავტომანქანებისთვის, ისე ფეხით მოსიარულეთათვის

1-anaklia-sam-1საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. რაც შეეხება ზუგდიდი–ანაკლიის მიმართულებას, 18 აგვისტოდან აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომანქანებისთვის გადაადგილება შეიზღუდება.
ასევე გაცნობებთ, რომ გადაკეტვის ადგილიდან ანაკლიის მიმართულებით და მთლიანად საკურორტო ტერიტორიაზე იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ანაკლიაში ავტომანქანები დაიშვებიან მხოლოდ სპეციალური საშვებით.

მუსიკალურ ფესტივალზე დამსწრეებს ვურჩევთ თავი შეიკავონ საკუთარი ავტომქანებით გადაადგილებისგან და გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

აღნიშნული შეზღუდვა 1 სექტემბრამდე გაგრძელდება.