მაია ფანჯიკიძე: „ახალ ემბარგოს შევეგუებით“
საქართველო, 19 აგვისტო,
საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მაია ფანჯიკიძე რუსეთის მხრიდან მორიგ ემბარგოს არ გამორიცხავს.
"საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა, რათა აღდგენილიყო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან. ეს არის წარმატება აბაშიძე-კარასინის ფორმატისა. რასაკვირველია, არ არის გამორიცხული ახალი ემბარგო, თუმცა თუკი ეს ისევ განმეორდება, ჩვენ შევეგუებით და მოვერგებით ახალ სიტუაციას", - განუცხადა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს.