რელიგია
ირაკლი ალასანია: „ბედნიერები ვართ ყველა, რომ პატრიარქმა ასეთი მაღალი ნდობა, მხარდაჭერა და სიყვარული გამოავლინა შეიარაღებული ძალების მიმართ“

1-schastlivi-saz-1-rel-1საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის მემორანდუმი გაფორმდა. სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში შეთანხმებას ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარსეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II მოაწერეს.

ჩვენ ძალიან ძლიერი სამხედრო მოძღვართა ინსტიტუტი გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის. სამხედრო მოძღვრები საერთაშორისო მისიებშიც ყოველთვის მიყვებიან ჩვენს სამხედროებს და ეს ძალიან ჭირდებათ მათ სულიერი სიმტკიცისთვის,  სიმხნევისთვის... ამის სამართლებრივი დარეგულირება მოხდა დღეს ამ შეთანხმებით და ძალიან ბედნიერები ვართ ყველა, დაწყებული გენერალიტეტიდან, დამთავრებული ჯარისკაცებით, რომ პატრიარქმა ასეთი მაღალი ნდობა, მხარდაჭერა და სიყვარული გამოავლინა საქართველოს შეიარაღებული ძალების მიმართ“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.