უცხოეთი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: სამინისტროების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე უკრაინის საკითხზე პროგრესს მივაღწიეთ

1-progress-zar-2საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელძღვანელებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს ოთხმხრივ მოლაპარაკებებზე, რომელიც უკრაინის კრიზისის დარეგულირებას მიეძღვნა.
რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ საგარეო პოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე განიხილებოდა უკრაინის შიდა კრიზისის დარეგულირებასთან დაკაშირებული საერთაშორისო ძალისხმევის საკითხები.

ყველა ამ საკითხზე მიღწეული იქნა გარკვეული პროგრესი. შევთანხმდით, რომ დიალოგს ამ ფორმატში გავაგრძელებთ, რომლის შედეგებითაც შესაძლებელია კონკრეტული წინადადებების განსახილველად წარმოდგენა რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის ლიდერებისათვის“, - ნათქვამია რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობაში.

ამ ფორმატში ეს უკვე მეორე შეხვედრაა. სერგეი ლავროვი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, ლორან ფაბიუსი და პაველ კლიმკინი ერთმანეთს უკვე შეხვდნენ 2 ივლისს ბერლინში. ორსაათიანი მოლაპარაკებების შედეგებით, შემუშავებული იქნა ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც მხარეებმა დაადასტურეს მათი ვალდებულებები უკრაინაში შვიდობის მისაღწევად.