უცხოეთი
იალტაში ვლადიმერ პუტინისა და პოლიტიკურ პარტიათა ფრაქციების წევრთა შეხვედრა გაიმართა

1-yalta-zar-1საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. 2014 წლის 14 აგვისტოს შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მთავრობის მეთაურმა დიმიტრი მედვედევმა, სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე სერგეი ნარიშკინმა, პოლიტიკური პარტიების ფრაქციათა ხელმძღვანელებმა, ფედერალურ სამინისტროთა მეთაურებმა.

თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა დამატებები შეიარაღების პროგრამისთვისაც და ცალკე პროგრამა ყირიმში სამხედრო დაჯგუფების შექმნისა და განვითარებისთვის. ეს პროგრამა დავამტკიცე მას არ გადავტვირთავთ ზედმეტი პირადი შემადგენლობით, შეიარაღებით, მათ შორის მხედველობაში მაქვს მისი ტერიტორიული შემადგენელიც.

რუსეთში შეიარაღების განვითარებაზე 20 ტრილიონი რუბლი გამოიყოფა“, - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ „საჭიროა თანამედროვე, კომპაქტური, ეფექტიანი შეიარაღებული ძალები. ამისათვის შეიქმნა 2020-2021 წლების პროგრამა“.

პუტინმა დამსწრეებს შეახსენა, რომ პროგრამას „ამბიციური მიზნები“ აქვს, რომელთა რეალიზაციაზეც უზარმაზარი თანხა - 20 ტრილიონი რუბლი გამოიყოფა. მისი თქმით, საუბარია ისეთი საიერიშო და თავდაცვითი სისტემების შექმნაზე, რომლებსაც სხვა ქვეყნები ჯერჯერობით არ ფლობენ და მათ შესახებ არც არაფერი იციან.

„ეს მილიტარიზაცია არ არის, თუმცა ძალიან სერიოზული დამატებითი იმპულსია თავდაცვითი მრეწველობის განვითარებისათვის“, - განაცხადა მან.