სამართალი
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული ვასილ მ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით თბილისში დააკავეს

1-vred-samart-2საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. დაკავებულმა, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით სხეულის მრავლობითი ჭრილობები მიაყენა 1978 წელს დაბადებულ კახაბერ ქ-ს, 1994 წელს დაბადებულ მიხეილ გ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვასილ მ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. ორივე დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ვასილ მ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.