სამართალი
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტეტქივების სამმართველოს, ძველი თბილისის და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოების თანამშრომლებმა 1978 წელს დაბადებული ზურაბ კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

1-sotrudniki-samart-1საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, მამრაძის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ურთიერთშელაპარაკებისას, ბლაგვი საგნით მრავლობითი დაზიანებები და ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1981 წელს დაბადებულ გელა ხ-ს რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).