უცხოეთი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაჟინებით მოითხოვა თავისი მსახიობებისგან, უფრო თავშეკავებული იყვნენ თავის ქმედებებსა და შეფასებებში და არ გამოხატონ სიმპათიები რუსეთისა და მისი ხელისუფლების მიმართ. ამის შესახებ გაზეთი „იზვესტია“ იტყობინება ამერიკელი კინომსახიობების გარემოცვაზე დაყრდნობით.
როგორც მიკი რურკის ერთ-ერთი თანაშემწე იუწყება, აშშ-ის ხელისუფლებამ, გაიგო რა, რომ რურკი გუმ-ში დაესწრო აქციას სახელწოდებით „ყველაფერი რიგზეა“ და რფ-ის პრეზიდენტის გამოსახულებიანი მაისური შეიძინა, დაურეკა მას და მოსთხოვა, რომ მსახიობს საჯაროდ არ მოეხდინა რუსეთისა და პუტინისადმი თავისი სიყვარულის დემონსტრირება.
აშშ-ისა და რფ-ის საელჩოებში აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.