სამართალი
სუბარი: „20 მილიონი პრეზიდენტის პირადი გართობისთვის დაიხარჯა, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ეს არის დასჯადი“

1-samart-3-subariსაქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილისთვის წაყენებულ ახალ ბრალდებას ეხმაურება.

"ყოფილი პრეზიდენტისთვის გუშინ წარდგენილ ბრალდებათაგან ნებისმიერი, მაგალითად სახელმწიფო ხარჯებით საკუთარი მასაჟისტის საზღვარზე გადმოყვანა და ქალაქის მერისთვის გახდომის პროცედურებში ფულის გადახდა დემოკრატიულ ქვეყანაში იქნებოდა საკმარისი მისი გადაყენების, იმპიჩმენტისა და სამართლებრივი პროცედურების განხორციელებისთვის. ის, რაც გუშინ მოვისმინეთ, არის მხოლოდ საიდუმლო ხარჯები. ამის გარდა, იმავე პერიოდში 20 მილიონის დახარჯვა მოხდა სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის მიერ პრეზიდენტის მომსახურებისთვის, მისი პირადი გართობისთვის. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ეს არის დასჯადი"', - განაცხადა სოზარ სუბარმა.