ანაკლიაში სასულიერო პირებმა და მრევლმა „კაზანტიპის“ საწინააღმდეგო მშვიდობიანი აქცია გამართეს
საქართველო, 15 აგვისტო,
საქინფორმი. გუშინ, 14 აგვისტოს, ანაკლიაში მრევლისა და სასულიერო პირების მონაწილეობით "კაზანტიპის" საწინააღმდეგო მშვიდობიანი მსვლელობა გაიმართა. მსვლელობის მონაწილეები ანაკლიაში "კაზანტიპის" ჩატარებას აპროტესტებდნენ ტრანსპარანტებით: „კაზანტიპი გარყვნილებაა“, „არ გადავაქციოთ საქართველო სოდომ-გომორად“ და მრევლს ზნეობის დაცვისკენ მოუწოდებენ.
მსვლელობის მონაწილეები ფესტივალის ჩატარების ადგილისკენ მიემართებოდნენ, თუმცა გზის გაგრძელების საშუალება მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.