გიორგი მღებრიშვილი: "ვფიქრობ, სასამართლოს სააკაშვილისთვის ბრალის დამტკიცება არ გაუჭირდება"
საქართველო, 15 აგვისტო,
საქინფორმი. სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი
გიორგი მღებრიშვილი საქართველოს ექსპრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილისთვის წაყენებულ ახალ ბრალს ეხმაურება.
„ვფიქრობ, პროკურატურას გააჩნია საკმარისი მტკიცებულები ამ ბრალდებასთან დაკავშირებით. არსებობს ლეგიტიმური კითხვები, რაზეც აუცილებლად გასაცემია არგუმენტირებული პასუხი. მე ვფიქრობ, სასამართლოს ამ ბრალის დამტკიცება არ გაუჭირდება, იმიტომ, რომ თუკი პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები არ ექნებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ ბრალს არ წარუდგენდა“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.