საზოგადოება
„სითი-პარკმა“ ე.წ. სტაიანშიკები უნდა დაასაქმოს

1-sazog-3-magaldadzeსაქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაციის - „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ მაღალდაძემ „რეპორტიორის“ პრესკლუბში ე.წ. „სტაიანშიკების“ დასაქმების ინიციატივაზე ისაუბრა.

ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილება კომპანია „სი-პარკთან“ არსებული ხელშეკრულების გადახედვისა და გაუქმების საკითხი.

აღნიშნული ხელშეკრულების გაუქმების გამო კოლოსალური ჯარიმის გადახდა მძიმე ტვირთად დააწვება ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფ როგორც თბილისის, ასევე ქვეყნის ბიუჯეტს, თუ აღნიშნული მიზეზით ვერ მოხერხდა ხელშეკრულების შეწყვეტა, სითი-პარკისთვის ერთ-ერთ პირობად ავტოდარაჯების დასაქმების საკითხი უნდა დასახელდეს, რაც მძღოლებს დამატებითი გადასახადისგან გაანთავისუფლებს“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე ნიკოლოზ მაღალდაძემ.

ორგანიზაციის სურვილია, რომ თბილისში ავტოსადგომების საკითხი რაც შეიძლება დროულად გადაწყდეს, აშენდეს მიწისზედა და მიწისქვეშა ავტოსადგომები, რადგან სხვა შემთხვევაში პარკირების საკითხი დედაქალაქში ვერ მოგვარდება“, - აღნიშნა მან.