საზოგადოება
ახალქალაქში სამხედრო ბაზის მშენებლობა დაიწყო

1-sazog-2-axalkalakiსაქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ საძირკველში კაფსულა ჩაუშვეს.

ცენტრის მშენებლობა ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი 2015 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს და შტაბის, სასადილოსა და ყაზარმების მშენებლობას მოიცავს. მეორე ეტაპი კი 2019 წლისთვის დასრულდება და სპორტკომპლექსის, სერჟანტებისა და ოფიცრებისთვის საერთო საცხოვრებლების და სხვა ნაგებობების მოწყობას ითვალისწინებს.

უმაღლესი სტანდარტებით მოწყობილ ბაზაზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების ახალწვეულები საწყის საბრძოლო მომზადებას გაივლიან.