საზოგადოება
შსს-მ ე.წ. „ბიო“-ს შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

1-sazog-1-bioსაქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ქაან ჯ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ერთ შეკვრად დაფასოებული 100,5978 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.