პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრს ეწვია

1-polit-1-minobსაქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ახალციხეში ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრს ეწვია. ტანკისტის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალს  მინისტრთან ერთად გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი და შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფების მეთაურები დაესწრნენ.

ქართველ ტანკისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიტყვით მიმართა პროფესიული დღე მიულოცა. ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრს  ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელი ეწოდა.  ირაკლი ალასანიამ მისი მემორიალური დაფა გახსნა. ლეიტენანტი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა.

საზეიმო ღონისძიება წარჩინებულ სამხედრო მოსამსახურეთა დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. სიგელები გადაეცათ ამოცანაზე ორიენტირებულ სწავლება ,,ვაზიანი -2014” -  ში მონაწილეებს.