უცხოეთი
რუსული ჰუმანიტარული კოლონა ისევ დაიძრა

1-zar-3-kolonnaსაქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. ჰუმანიტარულ ტვირთიანი კოლონა რუსეთიდან, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინისკენ მიემართებოდა და ღამით ვორონეჟთან, მალშევოს ავიაბაზაზე გაჩერდა, ხუთსაბათს დილით კვლავ დაიძრა, - იტყობინება ბი-ბი-სი.

თეთრი სატვირთო მანქანების გრძელი კოლონა ავიაბაზის საზღვრებს გაცდა, ჯერჯერობით უცნობია თუ საით მიემართება იგი“, - იტყობინება ტელერადიოკომპანიის კორესპონდენტი.

კრემლში აცხადებენ, რომ კოლონა მოძრაობას გააგრძელებს რუსეთის ტერიტორიაზე. ვორონეჟიდან იზვარინომდე სამხრეთის მიმართულებით სულ 450 კმ-ია. ზედ საზღვრამდე გზა ვორონეჟისა და როსტოვის ოლქების ტერიტორიაზე გადის. კიევის განცხადებით, მას არ სჯერა ამ მისიის გამოცხადებული მიზნების და ვარაუდობს, რომ რუსეთი პირდაპირ სამხედრო შეჭრას განახორციელებს ჰუმანიტარული დახმარების საფარქვეშ, - აღნიშნავს ბი-ბი-სი.