უცხოეთი
საქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. დანიაში უდიდესი ბანკი Danske Bank-ის ექსპერტები მოხსენებაში, რომელიც ევროპის ეკონომიკისთვის უკრაინაში კრიზისის შედეგებს ეძღვნება, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ევროკავშირის სანქციები და რუსეთის კონტრზომები მაქსიმუმ 3 თვის შემდეგ გაუქმდება.
„სავაჭრო ომის ესკალაცია აუტანელია როგორც ევროკავშირის, ისე რუსეთისთვისაც. ამიტომ ევროკავშირი სანქციებზე უარს უტყვის 1-3 თვის მანძილზე, რუსეთი კი მის კვალდაკვალ მის მიერ დაწესებულ სანქციებს გააუქმებს“, - მიაჩნიათ მოხსენების ავტორებს.
„რუსეთი და ევროკავშირი მეტისმეტად ბევრს დაკარგავენ, თუკი ვერ შეძლებენ ენერგომატარებლებით ორმხრივი ვაჭრობის შენარჩუნებას კონფლიქტის მიღმა. ამიტომ მიწოდებების ხანმოკლევადიანი ჩაშლის რისკი შეზღუდულია, ხოლო ნავთობისა დ აგაზის ფასები ძლიერ ზეწოლას არ დაექვემდებარება“, - აღნიშნავენ ექსპერტები.