საზოგადოება
თოქ-შოუ „მოქალაქე“ ეთერში აღარ გავა…

1-saz-3-moqalaqeსაქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო თოქ-შოუ „მოქალაქე“, რომელიც ივანიშვილების კუთვნილი ტელეკომპანია GDS ეთერში, სავარაუდოდ, სექტემბრიდან უნდა გასულიყო, ეთერში აღარ გავა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი GDS ეთერში საზოგადოებრივ პოლიტიკური თოქ-შოუს გაკეთებას გეგმავდა ერთი თვის წინ გავრცელდა. გადაცემა კვირაში ორჯერ უნდა გასულიყო და ივანიშვილის თანაწამყვანი ეკა ბერიძე ყოფილიყო. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ GDS „მოქალაქის პროდიუსერობაზე რამდენიმე ჟურნალისტთან მოლაპარაკებას აწარმოებდა.

„მოქალაქის“ დამფუძნებელს ან რომელიმე მის წარმომადგენელს ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.