უცხოეთი
ახალ მსხვერპლსა და ნგრევებზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.
წინა საღამოს უკრაინის არმიამ პეტროვის რაიონში ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალა გამოიყენა. ჭურვებმა პურკომბინატის ქვესადგურის შენობა დააზიანა.
სამშაბათს საარტილერიო იერიში მიიტანეს დონეცკის ჩრდილოეთ გარეუბანზე - ქალაქ იასინოვატაიაზე. „გრადის“ ჭურვები ქალაქის ბაზარს მოხდა, სადაც ხანძარი გაჩნდა. დაზარალდა ადგილობრივი ტექნიკუმის საერთო საცხოვრებლის შენობაც. უკრაინის არმია ცეცლს უშენს ქალაქს და მის დაპყრობასა და გორლოვკიდან მოკვეთას იმედოვნებს, რაც საშუალებას მისცემს, იერიში მიიტანოს თავად დონეცკის რაიონებზე.
მოსკოვში სპეცოპერაციას, რომელსაც უკვე მოჰყვა მრავალრიცხოვანი მსხვერპლი ორივე მხრიდან, სადამსჯელოს უწოდებენ და კიევს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს იგი.