უცხოეთი
საქართველოში სომხეთის ელჩის ვაჟის განაჩენი შეიძლება 13 აგვისტოს გამოიტანონ

1-vardanyan-zar-1საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოში სომხეთის ელჩის იური ვარდანიანის ვაჟის დავიდ ვარდანიანის სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი შესაძლოა 13 აგვისტოს გამოიტანონ. ამის შესახებ „ნოვოსტი არმენიის“ – NEWS.am-ის კორესპონდენტს დავიდ ვარდანიანის ადვოკატმა ვაან აირაპეტიანმა განუცხადა. მისი თქმით, ვარდანიანი არ იყო დაკავებული ნარკოტიკების კონტრაბანდით და ისინი მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის შეიძინა.

კითხვაზე, თუ რა გადაწყვეტილებას ელოდება  დაცვის მხარე, აირაპეტიანმა უპასუხა, რომ მარჩიელობა არ სურს და დასძინა, რომ 13 აგვისტოს „ნათელი გახდება, რამდენად მიკერძოებულია მოსამართლე“. ბრალდებულის ოჯახის წევრები სასამართლო სხდომას არ დაესწრებიან.

იური ვარდანიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ ჩაერევა სასამართლო პროცესში, დანარჩენი ახლობლები და ნათესავები კი სხვადასხვა მიზეზით მას არ დაესწრებიან“, - განმარტა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის საქმე დავით ვარდანიანის მიმარტ 2013 წლის 15 ოქტომბერს აღიძრა. ახალგაზრდა კაცს ბრალად ედება ნარკოტიკებით არალეგალური ვაჭრობა.