სამართალი
საქინფორმის ვერსია გამართლდა - ეროსის მკვლელი უკანა სავარძელზე იჯდა!

1-samart-2-Versia

საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. საქინფორმის ვერსია გამართლდა - ეროსის მკვლელი უკანა სავარძელზე იჯდა! ეროსი კიწმარიშვილის ძმის, ზურაბ კიწმარიშვილის განცხადებით, მისი ძმის გარდაცვალების ადგილზე ულტრაიისფერი სხივებით ჩატარებული შემოწმების შედეგად, შესაძლოა საქმეზე ახალი დეტალები გამოიკვეთოს. მისივე თქმით, ოჯახი არ გამორიცხავს, რომ კიწმარიშვილი შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლი გამხდარიყო.

ზურაბ კიწმარიშვილი სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მკვლელი, სავარაუდოდ, მანქანის უკანა სავარძელზე იჯდა. მისი განცხადებით, გამოყენებულია CZ-ს სისტემის იარაღი, რომელიც ავტომატურია, ერთი გასროლის შემდეგ მომდევნო ვაზნის გამზადება ავტომატურად ხდება და ადგილზე ნაპოვნ იარაღში მეორე ტყვია მზადყოფნაში იყო.

რაც შეეხება მკვლელს, ის იგივე ქილერია, რომელმაც ზუსტად 21 წლის წინათ, 1993 წლის 8 აგვისტოს, ნატახტართან თავში გასროლით ავტომობილის უკანა საჯდომიდან სიცოცხლეს გამოასალმა "ცე-ერ-უ"-ს დირექტორი კავკასიის საკითხებში ფრედ ვუდროფი“, - განაცხადა ა.წ. 5 აგვისტოს საქინფორმის რედაქციამ.