სამართალი
“თავისუფალი ზონა“: ქართველი მებრძოლი და ქართული დროშა სამხრეთ უკრაინის გათავისუფლებულ ქალაქებში

1-sam-1-zona-Mსაქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. საქინფორმის მკითხველს უცვლელად ვთაზობთ მასალას, რომელის „თავისუფალი ზონა“ ავრცელებს:
„სამშობლოს სიყვარული, მშვიდობის წყურვილი და დაუდგრომელი სული არ აძლევს ადამიანს უფლებას, მოძმე ხალხის განსაცდელს გულხელდაკრეფილი უყურებდეს. მითუმეტეს თუ საკუთარი სამშობლო არაერთხელ ყოფილა იგივე მდგომარეობაში, ხოლო ამ გრძნობასა და თავდადებას აასკეცებს პრობლემების სათავე, რომელიც ორივე ქვეყნისთვის ერთია – პუტინი!

ამ ფოტორეპორტაჟის ავტორი ბევრისთვის კარგად ნაცნობი, ხოლო ბევრთათვის ჯერაც უცნობი მამუკა მამულაშვილია, რომელმაც ადრეული ასაკიდან შეიგრძნო ქვეყნის ერთიანობისთვის გასაწევი სამსახურის მნიშვნელობა და დადგა მის დასაცავად. ხოლო ახლა, როდესაც უკრაინა აღმოჩნდა რუსეთის ყბადაღებული, სისხლიანი ტირანიის მსხვერპლი, ის დგას იქ სადაც ქარიშხალია… მამუკა მეგობრების მხარდამხარ, თავდაუზოგავად იბრძვის უკრაინაში და ატო-ს უშუალო მონაწილეა. ეს ახალგაზრდა ქართველი უკრაინაში საქართველოსთვის იბრძვის, მას ამ მძიმე პირობებში მუდამ თან აქვს ქართული სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა, რომელსაც ის და მისი უკრაინელ თანამებრძოლები უკრაინის დროშასთან ერთად აღმართავენ ყველა გათავისუფლებულ ქალაქში. კითხვაზე, რითი დაგეხმაროთ, რა მოგაწოდოთ? მისი პასუხია – ქართული დროშები, რადგან ყველა ქალაქის გათავისუფლებას ვაპირებთ, დროშები კი გამომელიაო“.

1-sam-1-zona-1 1-sam-1-zona-2
1-sam-1-zona-3 1-sam-1-zona-4
1-sam-1-zona-5 1-sam-1-zona-6